საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 81-ე, 82-ე და 83-ე მუხლებისა და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 2014 წლის 18 ივნისის N411 დადგენილების საფუძველზე, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო პირობებს აცხადებს.
ატესტაცია ორ ეტაპად ჩატარდება და მას საკრებულოს აპარატის 117 მოხელე ექვემდებარება.
პირველ ეტაპს-ტესტირებას მიმდინარე წლის 16 მაისს იუსტიციის სასწავლო ცენტრი ჩაატარებს. ხოლო მეორე-ეტაპს-გასაუბრებას კი, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია არაუგვიანეს 20 ივნისისა.
ატესტაციის პირველი ეტაპის-ტესტირების მინიმალური გამსვლელი ზღვარი, კანდიდატის მიერ გაცემული სწორი პასუხების 65,5 %-ით, ანუ 40 ქულით იქნება განსაზღვრული.
სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებისთვის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გენდერული ნიშნით ძალადობის შესახებ შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 26,2024ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ გენდერული ნიშნით ძალადობაზე თბილისის საკრებულოს თანამშრომლებთან შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 23,2024თბილისის საკრებულოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარდა
ნოემბერი 10,2022